ბათუმის ბულვარის დირექტორი აქციის მონაწილეებს პასუხობს, რომ მოტოციკლებითა და კვადროციკლებით ბულვარში გადაადგილება მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე მოტოციკლებისა და კვადროციკლების მეპატრონეების აქციას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოტოციკლებითა და კვადროციკლებით ბათუმის ბულვარში გადაადგილება მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია და საკითხი არ გადაიხედება.

„გვაქვს ვალდებულება, რომ რეკრიაციული ზონა გავდეს რეკრიაციულ ზონას. ბათუმის ბულვარში შემოსული ადამიანი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებით არ უნდა გადიოდეს და სწორედ ამის გამო მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც კვლევის საფუძველზე მივიღეთ. ჩვენ გვაქვს ორი ბილიკი ველო და მოქალაქეთა გადაადგილების. ბათუმის ბულვარს აღნიშნული ტრანსპორტის გადაასაადგილებლად არ გააჩნია სპეციალური ბილიკი. მოქალაქეებისგან განცხადებები გვაქვს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ სამ წლამდე ბავშვები არიან დაშავებული",- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

შგახსენებთ, რომ ბულვარის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავების აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან ნებართვას ითხოვენ, რომ ზაფხულში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავება ბულვარის ტერიტორიაზე შეძლონ. მათივე თქმით, აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ტელევიზიით გაიგეს და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მათთვის არ უცნობებია.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა