პრეზიდენტმა ქვემო ქართლში ადგილობრივი მცირე საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცირე საწარმოები დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში ქალთა კოოპერატივი “დისველი” რძის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც ეკომიგრანტმა ქალებმა შექმნეს. როგორც დღეს აღინიშნა, ქალთა კოოპერატივი “დისველი”, სოფლად მცხოვრები ქალების ერთობლივი მუშაობის წარმატების მაგალითია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სოფელში მცხოვრები ქალებისთვის არსებულ შესაძლებლობებს.
საწარმოში 12 ადგილობრივი არის დასაქმებული. საწარმოს წარმადობა დღე-ღამეში 2.5 ტონა რძეს შეადგენს და დღეში 1.2 ტონა რძეს ამუშავებს. საწარმო რძეს ადგილობრივი მოსახლეობისგან და მსხვილი ფერმერებისგან იბარებს.

























