რომან გოცირიძე - ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო და პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - ადამიანი გაქრა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო და პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - ადამიანი გაქრა, ქალბატონი გვენეტაძე არ არსებობს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით განგაში არავინ არ ატეხა.

„ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან ისე წავიდა, რომ არავინ იცის, სად არის, რას აკეთებს, არავისთვის უთქვამს რატომ მიდიოდა. არც პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ნინო გვენეტაძის დანიშვნაზე, არ საუბრობს, თუ რა მოუვიდა მას. გუშინ მისი თანაშემწისგან გავიგეთ, რომ თურმე საშინელი ზემოქმედება მიდიოდა კლანის მიერ და ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხეც კი ემუქრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დროს. ამ ისტორიას კვლავ ჩამოფარებული აქვს ფარდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე შეფასებით, მოსამართლეთა ჯგუფი რეალურად არის არა კლანი, არამედ არიან მარიონეტები არაფორმალური მმართველის ხელში, ხოლო ვანო ზარდიაშვილი არის შიკრიკი, რომელსაც მიაქვს ინფორმაცია შუშის სასახლიდან სასამართლომდე.

პარლამენტის პლენარული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის პროექტის განხილვით განახლდა.

ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვი დეპუტატის მიერ ინიცირებული “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს