ანონსი 21 მარტი

21 მარტს, 10:00 საათზე, გლდანის №20 ოლქის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი, კობა კობალაძე მაჟორიტარულ ოლქში შემავალი სკოლების დირექტორებს შეხვდება.

მის: კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

21 მარტს, 10:00 საათზე, მულტიფუნქციურ კომპლექსში „რესპუბლიკა“ ევროპის საბჭო და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო მართავენ კონფერენციას თემაზე: საქართველოში ლანსაროტის კონვენციის უფრო ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა - ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევები და მიღწევები.

ღონისძიებას დაესწრებიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე; ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე; სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

საკონტაქტო: ნათია ქანთარია - 555 633 543

მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი #6

21 მარტს, 10:30 საათზე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „არავინ დატოვო... მიღმა“.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის საპატიო წევრი მაკა ჩიჩუა და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მის.: 26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო „Holiday Inn“

21 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პოლონეთ-საქართველოს მრგვალი მაგიდა გაიმართება.

შეხვედრას ვიზიტად მყოფ პოლონელ ბიზნესმენებთან ერთად ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

21 მარტს, 10:30 საათზე, საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

თემა:სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა აქტორების საქმიანობის შეფასებას და რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

მის: სასტუმრო “Holiday Inn” ( 26 მაისის მოედანი, #1)

21 მარტს, 11:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ოფიციალურად გაიხსნება.

ღონისძიებას დაესწრებიან: ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე; სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი; სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე; იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი; მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

მის.: რუსთაველის გამზ. N7, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

საკონტაქტო: ნათია ქანთარია, 555 633 543

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

21 მარტის, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პოლიტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი, მმართველ გუნდში განვითარებული პროცესები. ხურვალეთში მომხდარი ინციდენტი.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო.: 593 53 45 24

21 მარტს, 11:30 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში" საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის ოქმზე ხელმოწერა გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზირი # 29

21 მარტს, 11.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

მის: ბარნოვის #40.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

21 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული)

21 მარტს, 11:30 საათზე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ქართული ცნების“ გადახალისება და ახალი სახეების ძიება; „დაიცავი საქართველოს“ განახლება; სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ და მიმდინარე საკითხები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

21 მარტს, 12:00 საათზე, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალური ღონისძიება გაიმართება. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2018-19 წლების კონკურსის მთავრი თემაა მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs). ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.

მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 58

21 მარტს, 12:00 საათზე, წყლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს.

მის: ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი

საკონტაქტო პირი: ლელა კიკალეიშვილი - 599 85 5251

21 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

მის: საქართველოს პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

21 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოსმენა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების საკითხზე.

მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

21 მარტს, 13:00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.

საკონტაქტო: 599024323

21 მარტს, 14:00 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samo Heavy Industries-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

მის:: სასტუმრო „თბილისი მერიოტი".

საკონტაქტო: თეონა დოლენჯაშვილი 599 26 57 17

21 მარტს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ფილმს - „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ წარადგენს.

21 მარტს, 14:30 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები, ახალქალაქში აბიტურიენტებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

მის: ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (მესროპ მაშტოცის ქუჩა N2).

21 მარტს, 15:00 საათზე სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებას ჩააბარებენ. ასევე, ადგილზე წაიკითხავენ საჯარო მიმართვას.

მის: აკაკი წერეთლის გამზირი N144

საკონტაქტო პირი: ქეთი ხუციშვილი, ტელ: 595 485 070

21 მარტს, 15:00 საათზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ფირცხალანი წაიკითხავს ლექციას - "დაუნის სინდრომის გენეტიკური საფუძვლები“.

მის: ვაჟა-ფშაველას N33, პირველი სასწავლო კორპუსი, „ცისფერი დარბაზი“.

21 მარტს, 15:00 საათზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის გუგული მაღრაძე თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

მის: საქართველოს პარლამენტის შენობა, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული)

21 მარტს, 16:30 საათზე, გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული კონცერტი „მზის სხივები“ გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 400-ზე მეტი მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

21 მარტს, 17:00 საათზე, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარის, „აპტოსის“ ძაფების საწარმოო კომპლექსის საძირკველის ჩაყრის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრება.

მის: ორხევის დასახლება, გივი ამილახვარის ქ.#15

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო