სიღნაღის მერი სოფელ ანაგის მოსახლეობას შეხვდა

სიღნაღის მერი სოფელ ანაგის მოსახლეობას შეხვდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ანაგის მოსახლეობას შეხვდა და მოქალაქეების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე როგორც სოფლის ზოგადი, ასევე, მოქალაქეების ინდივიდუალური საკითხები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, გიორგი გოგილაშვილი ყოველი კვირის სამშაბათს თითოეულ სოფელს ეწვევა და მოქალაქეთა მიღება ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

„მიღებაზე გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრის გზები მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.

შეხვედრებს მერთან ერთად მერის წარმომადგენელი, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლები დაესწრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.