ექიმების ინფორმაციით, ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმა  რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან

ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განმარტავენ, რომ ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

„ბავშვების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მცირეწლოვანები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან. დინამიკა სტაბილურია. ამ დროისთვის არ დასჭირვებიათ ქირურგიული ჩარევა, უტარდებათ მკურნალობა", -აცხადებენ კლინიკაში.

მათივე ინფორმაციით, 10 წლის გოგონას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა. 5 წლის ბიჭს კი ჰემატომა თავის ტვინში.

ბავშვებს მატარებელი 2 დღის წინ დაეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი