ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულშინოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ესწრება.
ქეთევან ციხელაშვილმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანულ ენაზე მიულოცა “ნოვრუზ ბაირამი”.
„ეს არის გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის დღესასწაული. მინდა თითოეულ ოჯახს ვუსურვო სიკეთე, კეთილდღეობა და გაძლიერება. მინდა მთლიანად ჩვენს ქვეყანას ვუსურვო სიკეთე, გაძლიერება და რაც ყველა ჩვენგანისთვის მთავარია - მშვიდობა. მინდა ვისურვო მალე დასრულდეს ის აბსურდი, რაც უკავშირდება მცოცავ ოკუპაციას, ის უსამართლობა, რაც უკავშირდება განგრძობით ოკუპაციას, იმიტომ, რომ ეს თითოეული ჩვენგანის ინტერესშია. მინდა ვისურვო, რომ ეთნიკურობის მიუხედავად შეგვეძლოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ყველაზე მთავარი - მშვიდობა, ის უნიკალური საგანძური, რაც გვაქვს ჩვენი მრავალაფეროვნების სახით, ჩვენი ურთიერთობების სახით, რაც ურთიერთპატივისცემას და სიყვარულს ეფუძნება”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქეთევან ციხელაშვილმა.

























