ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა დაურიგდათ

ოჯახებს, რომლებიც სანიტარიული ინსპექციის ყოფილ შენობაში ცხოვრობენ, საშეშე მერქანი მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ფერაძემ და მერის თანაშემწემ, ოლეგ ჭანკოტაძემ მიუტანეს. სოციალური პროექტის ფარგლებში, სათბობი შეშა 18-მა ოჯახმა მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატიდან 35 კუბური მეტრი შეშა გამოყო. მისივე თქმით, კომპანია მსგავსი ტიპის სოციალურ პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს.

„ეს ოჯახები ქალაქის მერიას სანიტარიული ინსპექციის ყოფილ შენობაში ჰყავს შესახლებული, სადაც არცთუ ისე სახარბიელო პირობებში იმყოფებიან და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის შესაძლებლობა ხშირად არ აქვთ. სწორედ ამიტომ, მერიის შუამდგომლობით მათთვის შეშა გამოვყავით. კომპანია ასეთ პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს. ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას და ჩვენი ჭიათურელი მეგობრების დახმარებით, ამ ადამიანებს თითქმის ყოველწლიურად, ვეხმარებით“, - განაცხადა ვასილ გველესიანმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს