ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს