ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ქართველ ძალოსნებს შეხვდა

6-13 აპრილს ბათუმში, ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ბათუმის ახალ, მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში ძალოსნები მოსამზადებელ ვარჯიშებს გადიან.

დღეს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი სპორტის სასახლეში ძალოსან სპორტსმენებს ეწვივნენ და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვეს. სპორტის სასახლეში იმყოფებოდა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, რომელმაც სტუმრებს სიმბოლურად იმ მედლების ასლები უსახსოვრა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს უნდა გადაეცეთ. ლაშა კომახიძემ წარმატებულ ძალოსნებს, ლაშა ტალახაძესა და ირაკლი თურმანიძეს სპორტის მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო, რის საფუძველზეც ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სტატუსის ფარგლებში მიმდინარე წელს ბათუმი არაერთ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს. რაც შეეხება 2019 წლის ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია სპორტულ ტელეარხ „ევროსპორტზე“ გადაიცემა და ჯამში, ბათუმში გასამართ პირველობას 40 საათიანი პირდაპირი ეთერის რეჟიმში 60 მილიონიანი აუდიტორია ეყოლება.

ასევე, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ბათუმს 400-მდე სპორტსმენი, ჯამში კი, 50 სპორტული დელეგაციის 800-მდე სტუმარი ეწვევა. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს წარმატებულ ძალოსნებთან ერთად, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქტივობას შეუერთდნენ და ჭრელი წინდების აქციაში მონაწილეობდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს