ჭიათურაში აქცია „მოიშორე ტალახი“ გაიმართა

ჭიათურაში საზოგადოებრივი მოძრაობის „მომავლის ჭიათურას“ ორგანიზებით მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის სლოგანია „მოიშორე ტალახი“.

„ახალი ენერგიით, იდეებით და წრფელი გულით, ახალი თაობა ვიწყებთ ბრძოლას ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის და ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად აწუხებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორმა ნოდარ ჩაჩანიძემ.

აქციაზე ახალგაზრდებმა მოთხოვნებიც ჩამოაყალიბეს. ისინი ითხოვენ ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვების და გადაზიდვის შედეგად გარემოს დაბინძურების ზუსტი მაჩვენებლების დადგენას, ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შეწყვეტასა და მისი რკინიგზით ან სხვა ალტერნატიული გზებით ტრანსპორტირებას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა