რუსთავის მერიის ორგანიზებით ქართული ჟურნალისტიკის დღესთან  დაკავშირებით  ღონისძიება გაიმართა

პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან 200 წლისთავთან და ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. ქალაქის მერმა, ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, გაზეთ „რუსთავის“ უხუცესი ფოტორეპორტიორის, რუსთავის საპატიო მოქალაქის რაჟდენ გაბრიჭიძის ფოტოებისა და არქივში დაცული მე-20-ე საუკუნის ბეჭდური პრესა, ჟურნალები და ალმანახები იყო გამოფენილი.

ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წლიდან აღინიშნება. 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის, ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო