ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - თუ უნდა, პირადად ვეახლები და ისე ვთხოვ, იქნებ, შემდეგი წლების განმავლობაში საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს

უმორჩილესად ვთხოვდი, თუ უნდა, პირადად ვეახლები და ისე ვთხოვ, იქნებ, შემდეგი წლების განმავლობაში საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა. ის ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა ნახევრად დაცლილი ცხინვალი დაბომბა.

„გადავიხდით იმ გადასახადებს, რითიც უნდა შევინახოთ მისი ოფისი, მისი ვოიაჟები, მისი მაკიაჟის რაღაც ხარჯები, ყველაფერს გადავიხდით, ოღონდ, გაჩუმდეს და ასეთ რაღაცეებზე საერთოდ არ ილაპარაკოს. ილაპარაკოს იგივე თანამედროვე ხელოვნებაზე, იქნებ საკუთარი ქვეყნის მიმართ მავნებლობა აღარ გამოამჟღავნოს ასეთი რიტორიკით. მივალ და ვთხოვ პირადად, მოწიწებითაც ვთხოვ, არამარტო ჩემი სახელით, სხვების სახელითაც, იქნებ დადუმდეს ასეთ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა