თეთრიწყაროში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ააიპ „თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში“ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ასეთი სინდრომის მქონე მოზარდებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.

გიორგი ქორიძემ და ბერდია ხვისტანმა დაუნის სინდრომის მქონე პატარებს: მიშა შავაძეს და რატი ხოზრევანიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გიორგი ქორიძე ბავშვების მშობლებსაც გაესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ადგილობრივი ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ სხადასხვა აქტივობებში და ერთობლივი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების წახალისება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 2011 წელს გამოცხადდა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია