ბორჯომის მერია - სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ბორჯომის მერია - სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და მოადგილე ბუბა ბერიძე.

„ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და 3 სოფლის: დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება. მერის თქმით, სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოს მოხდება, შენობა თანამედროვე სტანდარტების იქნება და ბაღში ადგილობრივები დასაქმდებიან. სოფელ დვირში საბავშვო ბაღი ორი ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა. ადგილობრივებს კი ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევდათ. სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 709 497 ლარით დააფინანსა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.