ბათუმში, ცენტრალურ პარკთან სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, ცენტრალურ პარკთან სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, ცენტრალურ პარკთან სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი მაღაზიიდან თანხა წაიღეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4- დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, დადგენილია დამნაშავე არასრულწლოვანი.