მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენი მიზანია ყოველ მეხუთე ან მეექვსე წინადადებაში ივანიშვილი ახსენოთ და ეს თუ გამოგრჩათ, თქვენი ლიდერი შეიძლება გაგიჟდეს

თქვენი მიზანია პოლიტიკური განცხადებების კეთება, სადაც ყოველ მეხუთე, მეექვსე წინადადებაში აუცილებლად უნდა ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თუ გამოგრჩათ, მერე თქვენი ლიდერი რას იზამს ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება გაგიჟდეს და თქვენ ამას ვეღარ გადაიტანთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პიარკამპანია უწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა განმარტოს, რეალურად რასთანაა საქმე. ამასთან, მისი თქმით, კრიმინოგენური ვითარების აღრიცხვის შესახებ არსებული საკითხი ოპოზიციამ ვერ გაითავისა.

„დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე: გაზრდილ კრიმინალთან, ჩვენი ოპონენტების წამოწყებულ ახალ პიარ კამპანიასთან თუ სინამდვილეში რა ხდება. თქვენც შეამჩნევდით ალბათ, ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა საინფორმაციო მხარდაჭერა, რომ კრიმინალი გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში და არ მგონია ბოლო დღეებში ისე გაზრდილიყოს, რომ მაინცდამაინც ახლა გამხდარიყო საჭირო ამის განსაკუთრებული აფიშირება, მაგრამ ასე მოხდა, საინფორმაციო მხარდაჭერა გაქვთ - გილოცავთ“, - მიმართა ოპოზიციას მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, რა არის იმაში გაუგებარი, რომ მაგალითად ოჯახში ძალადობის, მუქარის, ნივთის დაზიანების, ადევნების დანაშაულებებთან დაკავშირებით მომართვიანობამ იმატა.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ თებერვლის თვის არასრულ სტატისტიკას, რომელიც ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გაუარესებას ეხება

„კრიმინალიზაცია მოხდა კონკრეტული ფაქტების და შესაბამისად, სტატისტიკა არის გაზრდილი, რიგ შემთხვევებში გაექვსმაგებულია, იმიტომ რომ მუქარაზე საერთოდ არავინ მიდიოდა პოლიციაში და ა.შ. რა არის გაურკვეველი იმაში, რომ მაგალითად, განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ფაქტებზე არის შემცირება, ესეც ხომ უნდა ვთქვათ ობიექტურობისთვის. ყაჩაღობის ფაქტები შემცირებულია, სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტებია შემცირებული, ანუ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ხშირ შემთხვევებში არის შემცირებული. სწორი აღრიცხვა უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო ჯამში გავიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სამართალდამცავები კონკრეტულ შედეგამდე და სწორი აღრიცხვის შემთხვევაში მოგვეცეს სწორი ანალიზის საშუალება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ამის მხარდამჭერები ვართ. ობიექტურად ისიც უნდა ითქვას, რომ ქურდობის ფაქტები არის გახშირებული არა ისე, როგორც თქვენი საინფორმაციო საშუალებები და თქვენ გადმოსცემთ. ქალბატონო ირმა, როდესაც საუბრობთ, იმასთან დაკავშირებით, რომ თებერვლის თვეში ამ დღეს ესა და ეს დანაშაული მოხდა, ასე ხდება მთელ მსოფლიოში. ახლა, რომ ჩამოვთვალოთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქში რამდენი დანაშაული მოხდა კონკრეტულ დღეს, შევქმნით კატასტროფას, თუმცა, გასაგებია ეს არის თქვენი მიზანი. მე უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, თებერვლის თვე - დღეში საშუალოდ, ოთხმოცი-ოთხმოცდაათამდე დანაშაული. 8 მკვლელობა, 6 გაუპატიურება, 31 ყაჩაღობა, 852 ქურდობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 1154, ეს არის თებერვლის სტატისტიკა, ოღონდ 2011 წლის და ამით რა დასკვნამდე მივდივართ?! უარესი, თუ უკეთესი მდგომარეობა გვქონდა? ხალხს ვზაფრავთ და კიდევ უფრო ხელს რითი ვუწყობთ, იცით, დანაშაულის გავრცელებას? ლაპარაკობთ იმაზე რა დანაშაული მოხდა, რაც, სამწუხაროდ, ყველგან ხდება, მაგრამ არ ლაპარაკობთ იმაზე, რა ღონისძიებები გატარდა ამასთან დაკავშირებით. გაიხსნა, თუ არა დანაშაული. ქალბატონო ირმა, თქვენ რაც ჩამოთვალეთ ამ დანაშაულებებიდან დიდი პროცენტი გაიხსნა. ეს არის ხელშეწყობა და არა პრევენციისათვის ერთი სიტყვის თქმა მაინც. რეალურად, ჩვენ მხარს ვუჭერთ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოვასწრებ დროში, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რეფორმა მისაღებია კრიტიკას არ იმსახურებს, იმიტომ, რომ სწორია ეს რეფორმები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა პროკურორის უფლებამოსილებისგან საგამოძიებო ორგანოების გამომძიებლის უფლებამოსილების გამიჯვნას. მისი თქმით, ეს არის სწორი მიდგომა იმისა, რომ დანასაულის პრევენცია უფრო პროფესიონალურ დონეზე მოხდეს. მდინარაძის განამრტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამაც დადაებით შეფასება გასცა

„ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, თქვენი მიზანი დღეს არ იყო პასუხების მოსმენა, რეალობის აღქმა და რა თქმა უნდა, საზოგადოებისათვის ამის გადაცემაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თქვენი მიზანია პოლიტიკური განცხადებების კეთება, სადაც ყოველ მეხუთე, მეექვსე წინადადებაში აუცილებლად უნდა ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თუ გამოგრჩათ, მერე თქვენი ლიდერი რას იზამს ნამდვილად რა ვიცი, შეიძლება გაგიჟდეს და თქვენ ამას ვეღარ გადაიტანთ, მაგრამ რეალურად, თქვენ საქმეზე აღარასდროს ლაპარაკობთ, იმიტომ, რომ საქმეზე ლაპარაკის დროს უტრირებთ, იმიტომ, რომ ხელს უწყობთ დანაშაულს თქვენი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით. როდესაც საუბრობდით იმაზე, რა მოხდა, მას რა რეაგირება მოჰყვა, ამაზე არ საუბრობთ. მე მოგიწოდებთ, რომ ცოტა მაინც დაიცვათ ობიექტურობა. ეს თქვენ ამომრჩევლებთან მაინც გამოგადგებათ და სუბიექტური ინტერესი მაინც იქნებ იყოს თქვენი ქმედების განმსაზღვრელი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა