ზუგდიდის ყოფილი მერის მეუღლე პატიმრობაში მყოფი ქმრისა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მეუღლე ნანა თოდუა შესაბამის უწყებებს პატიმრობაში მყოფი ქმრის, ლაშა გოგიასა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

როგორც ნანა თოდუა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ლაშა გოგიაზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამის საფუძველს კი, როგორც მან აღნიშნა, მეუღლის მიერ ციხიდან გამოგზავნილი შეტყობინება აძლევს. ტექსტის შინაარსის გასაჯაროებისგან თოდუა თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ის ანდერძს ჰგავდა.

"დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ჩუმად. ახლა აივსო მოთმინების ფიალა. სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას ვაგრძელებთ და გაჩუმებას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ საფრთხე გვემუქრება ყველას - ლაშასაც და ჩემს შვილებსაც, იმედია, მათ თმის ღერი არ ჩამოუვარდებათ. ლაშასგან მივიღე წერილი. არ მინდა შინაარსზე ვისაუბრო, თუმცა ეს ჰგავდა ანდერძს. მე თუ რამე მომივიდა... არ გავაგრძელებ. რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა საფრთხეს. მე მოვუწოდებ ყველას, რომ გამოიძიონ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდებ, . გამოიძიონ რა ფული ჰქონდა ლაშას მერობამდე და მერობის შემდეგ", - აღნიშნა მან.

თოდუამ რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ის ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს და სავარაუდო საფრთხეებზე საუბრობს. თოდუა ლაშა გოგიას დაკავებასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას უკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან. თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები