ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

უწყების ცნობით, დამწვარია 70 კვ/მ ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

სახლის მეპატრონის ინფორმაციით, ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლი გაქირავებული იყო და ხანძრის გამომწვევი მიზეზები მისთვის უცნობია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.