ბათუმში გარდაცვლილი ქალის  ახლობლები აქციაზე ექიმის  და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები აქციაზე ექიმის და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ.

„მიცვალებული მივატოვეთ და ამ წვიმაში ვდგავართ იმისათვის, რომ სამართალს მივაღწიოთ. არ დავიშლებით, თუ მკურნალი ექიმი აქ არ მოვა! თუ მართალია, რატომ იმალება? მოვიდეს აქ! გაუუქმეთ ექიმს ლიცენზია! რატომ არ ესმის საზოგადოების აზრი და გულისტკივილი?“ ,- ამ სიტყვებით მიმართეს აქციის მონაწილეებმა მათთან მისულ აჭარის პოლიციის წარმომადგენლებს.

ძალოვანი უწყების წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და მათ კითხვებს პასუხი გაეცემა.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა