ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის ქალის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ესენი არიან ჩვენი დამცველები? არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი, ისე დაგვიპირისპირდნენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი ქალის მკურნალი ექიმის, ეკა ფუტკარაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და აჭარის პოლიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "უღმერთოები არიან, არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი" - დაპირისპირება პოლიცილებსა და გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებს შორის ბათუმში

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს