ბათუმის საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც გარდაცვლილი ქალის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებენ, უფლებამოსილება შეიჩერა

28 წლის მელანო ფუტკარაძის მკურნალმა ექიმმა, გამოძიების დასრულებამდე საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.

„თავად ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, ვიდრე გამოძიება დასრულდება და დასკვნა დაიდება, საქმიანობას ჩამოშორდეს, ან დროებით შეაჩეროს თავისი საქმიანობა. თუმცა, რეგულირების სააგენტოში გაგზავნილია მოთხოვნა საქმის მოძიების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოძიება და ოფიციალური დასკვნა როცა გვეცოდინება, შესაბამისად, დამნაშავე მხარე ადეკვატურად დაისჯება. ამ ეტაპზე ექიმი თავისი გადაწყვეტილებით ჩამოშორდება სამუშაო პროცესს“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ორი დღის წინ, ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "თავად მიიღო გადაწყვეტილება" - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ექიმმა საქმიანობა შეიჩერა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი