დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და მინსკის ოლქის მიადელის რაიონს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და მინსკის ოლქის მიადელის რაიონს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის მიადელის რაიონსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდანა ცნობეს, მათი მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მერის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა მოაწერა.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ ურთიერთობას. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები გეგმავენ ეფექტურად გამოიყენონ ორივე მხარის პოტენციალი და აღიარონ საერთაშორისო კავშირების განმტკიცების აუცილებლობა.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელია.