პატრიარქი - დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება - ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, დღეს არის განსაკუთრებული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ თარიღს.

„ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ეს იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა", - განაცხადა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიგან ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. პირველი კათოლიკოსი კი პეტრე იყო და შემდგომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქის თქმით, 1500 წელი დასჭირდა, რომ კონსტანტინეპოლის მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

„ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ არ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს და ჩვენი წინაპრების ლოცვით ღმერთმა დალოცოს გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო", - განაცხადა პატრიარქმა.

პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა