სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე სოციალური მუშაკების პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს.

„მე მადანაშაულებენ მუქარაში და ამაზე შემიძლია, რომ სამართალდამცავებს მივმართო. თამარ ღუნაშვილთან კომუნიკაცია ერთი თვეა არ მქონია. მე ვცდილობდი, რომ თანამშრომლები აქციაზე არ გასულიყვნენ, თუმცა ისინი მაინც გავიდნენ. ის მოთხოვნები, რაც სოციალურ მუშაკებს აქვთ, შესაბამის სტრუქტურებში წარდგენილია, რომლის გადაწყვეტაც ცენტრალურ მთავრობას ევალება“, - განაცხადა თემურ ქარცივაძემ.

სოციალური მუშაკები აქციას ბათუმშიც მართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ თამარ ღუნაშვილმა განაცხადა, მას აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაშვებით ემუქრება. აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად „ვარდების სკვერში“ კარვების გაშლას გეგმავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა