ირაკლი კობახიძე - დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა.

კობახიძემ დღეს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გახსნა.

“ჩვენ ჯერ კიდევ შარშან განვაცხადეთ, რომ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ამბიციური გეგმა. ჩვენი ამოცანაა, თანდათან დავუახლოვდეთ დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტს. ეს ყველაფერი ასახულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტში, რომელიც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა. დოკუმენტში ასახული კონკრეტული ინდიკატორები იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ დეცენტრალიზაცია ფართო მასშტაბით განხორციელდება. მათ შირის დოკუმენტში ჩადებულია მკაციო ფისკალური ინდიკატორი - ეს არის მშპ-ს 7%, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლისათვის რამდენჯერმე გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლები. ეს ნიშნავს უფრო ძლიერ თვითმმართველობას, უკეთეს მომსახურებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და უფრო ძლიერ ადგილობრივ დემოკრატიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტთან დაკავშირებით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენს მთავრობას სტრატეგიის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა