ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა ქუჩებისა და წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა ქუჩებისა და წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

მერის თქმით, წყალსადენის ახალი ქსელი ეწყობა „საჯვარეს“ „კაჭუნაშვილებისა" და „პირველ“ უბნებში, ასევე სოფლის ცენტრიდან ე.წ. ძველი საბჭოს შენობამდე. მათი საერთო სიგრძე 2კმ იქნება და 200-მდე ოჯახს მოემსახურება. სამუშაოების პარალელურად, ამავე უბნებში 2კმ-მდე სიგრძის გზის საფარიც იგება.

„სოფელში, სულ ცოტა ხნის წინ, 4 მონაკვეთზე, ჯამში 513 მ სიგრძის საკანალიზაციო მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

სამივე პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 428 994 ლარით დაფინანსდა.

პროექტების დასრულების შედეგად, გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო. მიმდინარე წელს ადგილობრივები კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურითა და გამართული შიდა კომუნიკაციებით ისარგებლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო