პირველად კანონის დონეზე სიტყვა „სამშობლო“ შემოდის

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“, პირველად კანონის დონეზე სიტყვა „სამშობლო“ შემოდის.

როგორც კოდექსშია განმარტებული, სიტყვა „სამშობლოს“ გამოყენების მიზანია - ბავშვის ორიენტირება სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის, ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კანონი ყველა დონეზე იცავს ბავშვის უფლებებს, ამავადროულად ის ეროვნული ხასიათის მატარებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე არ იზიარებს გარკვეულ ჯგუფთა შეფასებას, რომ კანონპროექტი ეროვნული თვისებების საწინააღმდეგოა და მიზნად გარყვნილების პროპაგანდას ისახავს. არასამთავრობო სექტორი კი კანონპროექტში მომავალი თაობის ქვეყნის ტრადიციული და კულტურული ღირებულების აღზრდის დეტალურ განმარტებას მოითხოვს.

"სამწუხაროდ, ვიწრო ჯგუფის მიერ მოხდა საზოგადოების ნაწილისთვის ძალიან არასწორად მიწოდება ამ კოდექსის იდეის, თითქოს ჩვენ ბავშვებს ვართმევდეთ ოჯახებს, სახლებში ვუვარდებოდეთ, ვაკანონებდეთ გარყვნილებას, შემოგვქონდეს სექსუალური აღზრდის გაკვეთილები და ვაზარებდეთ ბავშვებს საკუთარ სამშობლოს, ენას და ტრადიციებს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის.

ძალიან ვამაყობ იმით, რომ საქართველოში, ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო“ და ის, რომ ჩვენი შვილები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, ჩვენი კულტურული ტრადიციების და კულტურული ტრადიციების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ. ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ“,- აღნიშნა სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამ წუთებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში