ბათუმში 28 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტო ორ კლინიკაში შევიდა

ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკა „მედცენტრსა" და „რეფერალურ საავადმყოფოში" დღეს შევიდნენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტისთვის ჩატარებული მომსახურების შესწავლასთან დაკავშირებით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.

რაც შეეხება კლინიკებს, ამ დროისათვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

„სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან მოვიდა პასუხი, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდება პაციენტისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კლინიკებიდან დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ამოიღო და გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით აწარმოებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მელანო ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რამდენიმე დღის წინ მუცლის მწვავე ტკივილით მიმართა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ექიმების რეკომენდაციით მეორე დღეს კლინიკიდან სახლში გაწერეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მელანო ფუტკარაძე მეორე დღეს კლინიკა "მედცენტრში" ოჯახის წევრებმა მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ოჯახი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მკურნალმა ექიმმა ეკა ფუტკარაძემ 23 მარტს უფლებამოსილება თავად შეიჩერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა