სოფიო ქაცარავა ხულოსა და ხელვაჩაურის სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ხულოს და ხელვაჩაურის რაიონის სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სოფიო ქაცარავამ სტუმრებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები ასევე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესი და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.

„ყოველთვის სასიამოვნოა ახალგაზრდებთან შეხვედრა და მათი მოსაზრებების და ხედვების გაზიარება, რადგან სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალ წარმატებას განსაზღვრავენ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრა დევნილი და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის აქტივობების ფარგლებში, გაიმართა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) დიდი ბრიტანეთის საელჩოს (პროექტი - „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (პროექტი - „ჩემი სამყარო“) მხარდაჭერით ახორციელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს