სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ვაქირის მოსახლეობას შეხვდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ვაქირის მოსახლეობას შეხვდა

26 მარტს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ვაქირის მოსახლეობას შეხვდა და მოქალაქეების პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლისთვის პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად მოქალაქეების ინდივიდუალური პრობლემები განიხილეს. „გიორგი გოგილაშვილი ყოველი კვირის სამშაბათს თითოეულ სოფელს ეწვევა და მოქალაქეთა მიღება ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. მიღებაზე გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრის გზები მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება. შეხვედრებს მერთან ერთად მერის წარმომადგენელი, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დაესწრებიან“, - აღნიშნულია სიღნაღის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.