რუსთავში ავარიის დროს დაშავებული 13 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში ავარიის დროს დაშავებული 13 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში, მე-4 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვი კონტაქტურია, ჩაუტარდა გამოკვლევები, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მე-4 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა გზაზე მიმავალ 13 წლის ბავშვს დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.