თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყარაჯალაში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ელბრუზ სულეიმანოვის საქმის განხილვა დაიწყო. პროცესი დახურულია და მედიის წარმომადგნელებს დასწრების საშუალება არ აქვთ.

სასამართლოს მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს ეზოში იმყოფებიან დაკავებულის ახლობლებიც.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს, 19 წლის რადიმ ყურბანოვს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სოფლის მეჩეთთან ესროლა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ელბრუზ სულეიმანოვი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი 108-ე და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით აქვს წარდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა