ქუთაისის მერიაში ახლად შექმნილი ა(ა)იპ-ის დაფინანსების საკითხს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ქუთაისის მერიაში ახლად შექმნილი ა(ა)იპ-ის დაფინანსების საკითხს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია განმარტავს, რომ მერია გადასახადების გადამხდელების ფულს ბიუროკრატიული ხარჯებისთვის იყენებს და აფინანსებს ა(ა)იპ-ს, რომელიც სამსახურის ნაცვლად შეიქმნა.

გიგა შუშანია მერს წარუმატებელ პროექტებს ახსენებს და განმარტავს, რომ გიორგი ჭიღვარიას გადადგომის შესახებ განცხადება დიდი ხნის დაწერილი უნდა ჰქონდეს.

ოპონენტის შენიშვნას გამოეხმურა ქალაქის მერი. გიორგი ჭიღვარიამ გიგა შუშანიას წარსული შეახსენა.

„თქვენ თავად იყავით მიჩვეული სხვის ჯიბეში ქექვას და ხალხს ატერორებდით", - განაცხადა მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა