აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ტაქსის მძღოლი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან მცირე დაპირისპირების შემდეგ აქციის ერთ- ერთი მონაწილე, ტაქსის მძღოლი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციაზე მყოფმა "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განუცხადა, დაკავებული მოქალაქე კახეთის გზატკეცილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მანამდე ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს დაწესებულ რეგულაციებს, შესაძლოა, „ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა