ჭიათურაში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდება

30 მარტს, ჭიათურის რაიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას, ლაბორატორიული გამოკვლევებს ჩაუტარებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პირებს უფასო კარდიოლოგიურ გამოკვლევებს აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩაატარებენ. უფასო გამოკვლევები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: ქ. ჭიათურა დავით აღმაშენებლის ქ. 18 "ჯეო-ჰოსპიტლის" პოლიკლინიკა.

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა