გორში სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში გაიმართება

სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის ბოლო ორი ეტაპი, ნახევარფინალი და ფინალი მაისში, ახალგაზრდულ დღეებზე გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ნახევარფინალიდან ფინალში მოსახვედრად 6 სკოლის გუნდი იბრძოლებს. მათ შორის, მხოლოდ ორს მიეცემა გამარჯვებულის ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა.

ინტელექტუალური შეჯიბრების ფარგლებში უკვე ჩატარდა სამი შეხვედრა. თამაშში მონაწილეობის სურვილი მუნიციპალიტეტის ოცმა სკოლამ გამოთქვა.

ინტელექტუალური თამაშის მიზანი ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაციაა.

სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრება გორის მერიის ინიციატივით, ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარადაჭერით იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო