ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ევროკომისიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ევროკომისიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის მიხედვით, პარტნიორ მხარეებს შორის, მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„ზესტაფონი, როგორც ლიდერი აპლიკანტი, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებთან ერთად განახორციელებს პროექტს „ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისათვის“, რომლის საერთო ღირებულება 355 000 ევროა.

პროექტი სამივე ქალაქის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს დააფინანსებს, რომლებიც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებითა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით მომზადდება. პროექტის პარტნიორები არიან მდგრადი განვითარების ორგანიზაცია(საქართველო) და პოზნანის მეტროპოლიის ასოციაცია(პოლონეთი).

,,შეხვედრას ზესტაფონის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების პირველი პირები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლობა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და პარტნიორი ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

მემორანდუმს ხელი სამივე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო