ბათუმის თეატრთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მამუკა ბახტაძეს ხმაურით შეხვდნენ

ბათუმში, დრამატული თეატრის შენობასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხმაურით შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, მამუკა ბახტაძესთან შეკითხვები აქვთ რეგიონში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში იმყოფებიან, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა.

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ისინი თეატრის ეზოში აქციას აგრძელებენ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო