ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას სსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ესწრებოდნენ.
ბათუმის დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც ფონდი "ქართუს" მიერ 14,5 მილიონი ლარით დაფინანსდა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. რეაბილიტაციის შემდეგ თეატრის სცენის ინტერიერი შეიცვალა, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა იატაკსა და სკამებს. თეატრში განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა.
დღევანდელ გახსნის ცერემონიაზე პრემიერა შედგა - სპექტაკლი Kldiashvili.ge, დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შედგა. სპექტაკლის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა.

























