ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მუნიციპალური ფონდიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქ. N 3-ში, 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

























