სოფელ ყარაჯალაში საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაცით,სოფლის ძირითადი შემოსავალი მეცხოველეობაა, საქონლის გამოსაკვებად კი სხვა ალტერნატიული საძოვარი არ გააჩნიათ. როგორც ყარაჯალელები განმარტავენ, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, აღნიშული ტერიტორიის სოფლის საკუთრებაში გადაცემას დაპირდა, თუმცა მოგვიანებით კერძო პირზე გაასხვისა.

ყარაჯალელების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაში მოანაწილე პირებს დღეს მიწის მფობელი ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ინცინდენტში მონაწილე პირები გამოიკითხა. გამოძიება 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს