მამუკა ბახტაძე ბათუმის რეაბილიტირებულ თეატრში პრემიერას  დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტთან ერთად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის ოფიციალური გახსნისადმი მიძღვნილ საპრემიერო სპექტაკლს დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრემიერაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი KLDIASHVILI.GE, რომელიც დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა.

„თეატრის საზეიმო გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“14,5 მილიონი ლარით დააფინანსა. გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ისტორიული შენობის უნიკალურ კედელს, ჭერის მხატვრობას, უნიკალურ ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს რესტავრაციის შედეგად ავთენტურობა შეუნარჩუნდა. გარდა ამისა, თეატრში განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები და სცენის ახალი მექანიზმები დამონტაჟდა“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს