„ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენეტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური, 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებში ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ახატანი, 15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, შიომღვიმის მიმდებარედ.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენეტებს დუშეთში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხეობა, ჩინთი, გურგალველი, საცხავატლო და მიმდებარე სოფლებში. 12:15-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია გამოირთვება სოფლებში ახატანი, შინდიანა, ჭოპორტი, ბიწმენდი, კაიშაურები, ხოლო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე - დუშეთში კოსტავას, შამანაურის, ზანდუკელის, ერისთავის, ერეკლე II-ს და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს