ნოდარ ხადური ვაშინგტონში ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ვაშინგტონში, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) კონკურენციის სამართლის განყოფილების 67-ე საგაზაფხულო ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს. კონფერენციას 60-ზე მეტი ქვეყნის 3000-მდე მონაწილე ესწრება. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ანტიმონოპოლიური სამართლის პრიორიტეტები, კონკურენციის განვითარებისა და ხელშეწყობის გზები, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და გაძლიერების საშუალებები, შერწყმების კონტროლი და გამოწვევები ციფრულ ეკონომიკაში, როგორ შეიძლება განახლდეს და დაიხვეწოს არსებული უწყებების სტრუქტურა, აღსრულების მექანიზმები და მინიმუმამდე შემცირდეს კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებები, მონაცემების მოპოვება და დამუშავების ეფექტიანი გზები, თანამშრომლობის პროგრამის დანიშნულება და მიზნები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ტენდენციები და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია