ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს წევრები მოსახლეობას ხვდებიან

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და საკრებულოს წევრებმა მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დაიწყეს. ამის შესახებ „ინტერპრესსნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს მერი დეპუტატებთან ირაკლი კვირკველიასთან, გიორგი ფერაძესთან, თამარ სხირტლაძესთან და ელზა კუჭუხიძესთან ერთად სოფლებს ქვაბისხევსა და ჩითახევს ესტუმრა, სადაც საჭიროებების გამოვლენასთან ერთად, საუბარი იმ პროექტებს შეეხო, რომლებიც მიმდინარე წელს აღნიშნულ სოფლებში განხორციელდება. ასევე, გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელთა მოგვარება მომდევნო ეტაპზე მოხდება.

მერის თქმით, შეხვედრები უმნიშვნელოვანესია მოქალაქეებთან უშუალო და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და ის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დაბაში გაიმართება.

„მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რიგ შემთხვევაში სხვადასხვა საკითხის ადგილზე დადებითად გადაწყვეტა ხდება, მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტები ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაშიც გვეხმარება, ამგვარად საფინანსო დოკუმენტი მაქსიმალურად მორგებული ხდება მოქალაქეთა საჭიროებებზე“, - აღნიშნა ლევან ლიპარტიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა