სიღნაღში, სოფელ ნუკრიანის გზის რეაბილიტაცია სრულდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ე. წ. „მარტაანთ უბნის“ გზის მოასფალტება სრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა დაათვალიერეს.

„გიორგი გოგილაშვილი ადგილობრივ მაცხოვრებელს გაესაუბრა, რომელთაც აღნიშნეს, რომ აღნიშნულ გზაზე მოასფალტება პირველად ხდება და გადაადგილება მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის დასრულების შემდეგ მოქალაქეები ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებენ.

პროექტი, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 270 432 დაფინანსდა, ერთი კილომეტრის მანძილზე ასფალტის საფარის დაგებასა და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა