თორნიკე რიჟვაძე - იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც ქმნიან მითებს, რომ აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ ვპასუხობთ საქმით

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

თორნიკე რიჟვაძემ დადებითად შეაფასა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რეგიონში და ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაციისთვის ფონდ ,,ქართუს“ მადლობა გადაუხადა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ნახევარ მილიარდიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე, რომელიც ქობულეთში ხორციელდება.

,,ეს არის უმსხვილესი ევროპული საინვესტიციო პროექტი აჭარის ისტორიაში და ადგილობრივი ეკონომიკის აღმშენებლობის ახალი ტალღა. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქმნიან გარკვეულ მითებს, რომ აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ ვპასუხობთ საქმით, თუ როგორ შეიძლება წინა ხელისუფლების დროს ერთ ლარად გაყიდული ქონების 6 მილიონ ლარად გაყიდვა. ჩვენი ხელისუფლების მთავარი წყარო არის ხალხი და ანგარიშვალდებულნი ვართ მათ წინაშე. გვაქვს ძალიან ზუსტი გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ორი წლის განმავლობაში ამ ინვესტიციების გაოთხმაგება და რეგიონში შევქმნათ არანაკლებ 6 000 სამუშაო ადგილი,’' - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ბათუმში დაგეგმილი განათლების ქალაქის მშენებლობაზე და მის მნიშვნელობაზე.

,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბათუმში ვაპირებთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას. ეს იქნება ერთ სივრცეში მოქცეული განათლების ყველა საფეხური. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ შესაბამისი ადგილის განსაზღვრას აღნიშნული ცენტრის შესაქმნელად“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომაზე ხაზი გაესვა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები დაწყებულია.

,,დაწყებულია მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ნაგავსაყრელის პროექტთან დაკავშირებით და 15 აპრილამდე შევძლებთ აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერას. ის ამბიციური გეგმა, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ეკონომიკის სისტემურ რეფორმას, მეტ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას იქნება უპირობოდ განხორციელებული“, - განაცხადა რიჟვაძემ.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მისი უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის პროექტი.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად განხორცილებული ცვლილებებია. ცვლილებები ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრას. განკარგულებაში დაზუსტდა სამართლებრივი დეტალები და კონკრეტულად გაიწერა პროცედურული ნაწილი. ცვლილებების მიზანია საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, დაამკვიდროს ერთიანი მიდგომა და წესები იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც აქვთ ნაკისრი ვალდებულება საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო