ბორჯომის ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები ჟიურის წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები ჟიურის წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

კონკურსანტებმა დეტალურად ისაუბრეს საკუთარ ნაშრომებზე, სადაც ძირითადი აქცენტი პარკის განვითარების ახლებურ ხედვებსა და პერსპექტივებზე გააკეთეს. წარმოადგინეს ასევე ვიზუალური მასალა და ჟიურის წევრების კითხვებს უპასუხეს.

საკონკურსო ჟიურიმ, რომელიც სპეციალისტებისგან, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული 2 საუკეთესო პროექტი დაასახელა. გამარჯვებული საზოგადოების და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

შეგახსენებთ, კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 1 თვის წინ გამოცხადდა და მისი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნება და განვითარებაა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა