დავით გაბაიძე ბრანდენბურგის ფედერალური მხარის ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბრანდენბურგის ფედერალური მხარის ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ მენეჯერს, დაგმარ ჰიუგერს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვიზიტის მიზანი აჭარის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებაა ჩვენს ქვეყანაში ბუნდესტაგისა და ბრანდენბურგის ფედერალური მხარის მეწარმეთა ოფიციალური ვიზიტისათვის, რომელიც 23-27 სექტემბერსა არის დაგეგმილი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმარს ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. გერმანელ მეწარმეთა საინვესტიციო ტური აჭარაში განხორციელდება ბრანდენბურგის ფედერალური მხარის ლანდტაგსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. გარდა ამისა, დაიგეგმა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია ქალაქ პოტსდამში.

დაგმარ ჰიუგერმა დავით გაბაიძეს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესკონტაქტების გააქტიურების ინიციატივები გააცნო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს